Friday, January 10, 2014

Georgia - EU Integration step 1

Integration of communication and presentation of information about the government's strategy for 2014-2017

What is real government's strategy for 2014-2017? Won't it be LGBT demonstrations, EU false values and new default country?




ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია

ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-1017 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია2013 წლის 24 ოქტომბერს საქართვეწლოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სატრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. სტრატეგია მიმდინარე წლის 6 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა.
მთავრობის სტრატეგიის პრეზენტაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს სამთავრობო უწყებების, ევროკომისიისა და ევროპულ საგარეო საქმეთა ქმედებათა სამსახურის, (EEAS), რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგინული თანამშრომლობის და ეუთოს-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა მიმართა.
აღნიშნული სტრატეგიის მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არსებულ შესაძლებლობებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე მოსახლეობის, ასევე აკადემიური, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორების ინფორმირებულობის გაზრდა; საჯარო მოხელეთა ცოდნის ამაღლება და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციოის პროცესების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.
ევროინტეგრაციის პროცესის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მთავრობის სტრატეგია ასევე მიზნად ისახავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს წარმოჩენას და ევროკავშირთან დაახლოებას.
სტრატეგია გულისხმობს შესაბამის თემებზე სპეციფიური საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას; ევროინტეგრაციის პროცესებზე სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის, ეთნიკური და ევრონულ უმცირესობათა წარმომადგენლობისათვის.
 სტრატეგია ემსახურება მოსახლეობაში საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაზრდასა და გაძლიერებას და ამ პროცესის მიმართ საზოგადოებაში სწორი დამოკიდებულებისა და რეალისტური მოლოდინის შექმნას.
სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება აქტიური თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორის, მედიის, პოლიტიკური ჯგუფების, ბიზნესწრეებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან
სტრატეგიის შესაბამისად ყოველწლიურაი სამოქმედო გეგმის მომზადება და კოორდინაცია, შესაბამის სმათავრობო უწყებებთან თანამშრომლობის გზით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაევალა.
ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგია მომზადდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობის გზით.

No comments:

Post a Comment