Friday, January 17, 2014

Legalize gay marriage?

7000 homosexual couples married in France last year. What should we expect in August? The same?

საფრანგეთის ეროვნული სტატისტიკის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,გასულ წელს, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შემდგომ 7 000-მდე ჰომოსექსუალი წყვილი დარეგისტრირდა ოფიციალურად.


სტატისტიკის თანახმად ყოველი ხუთი წყვილიდან სამს მამაკაცები შეადგენენ.გეი მამაკაცების ქორწინების საშუალო ასაკი 50 წელია,ხოლო ქალების-43. ჰეტეროსექსუალი წყვილების შემთხვევაში კი 37 და 34 წელი.

ერთსქესიან წყვილთა ქორწინების ლეგალიზება საფრანგეთში გასული წლის მაისში მოხდა,რასაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოყვა.დემონსტრანტების რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს შეადგენდა.კონსერვატიული და მემარჯვენე ძალების მხრიდან წინააღმდეგობა აღნიშნულ კანონისადმი დღემდე გრძელდება. მათი აზრით,გეი-ქორწინება საფრანგეთის კონსტიტუციას შეურაცხყოფს,რომლის თანახმადაც სინდისის თავისუფლება ფუნდამენტურ უფლებადაა აღიარებული.

საფრანგეთი არის ევროკავშირის მეექვსე ქვეყანა,რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა-ჰოლანდიის,ბელგიის,დანიის,შვედეთისა და ესპანეთის შემდეგ.



No comments:

Post a Comment